The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაერტ ზუბადალაშვილი

ლაერტ ზუბადალაშვილი
Date of birth:22 April, 1941  (83 years)
Category:Businessmen, Economist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1969წწ. ცეკავშირის პურის ცხობისა და პურპროდუქტების სამმართველო, საქონელმცოდნე; 1969-1970წწ. ცეკავშირის პურითა და პურპროდუქტებით ვაჭრობის განყოფილება, უფროსი საქონელმცოდნე; 1974 წელს ვაჭრობის მთავარი სამმართველოს პურითა და საბაკალეიო საქონლით ვაჭრობის განყოფილების უფროსი; 1974-1978წწ. ვაჭრობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სასურსათო საქონლით ვაჭრობის დარგში; 1978-1986წწ. სასურსათო საქონლით ვაჭრობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1986-1988წწ. დამზადების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჭრობის დარგში; 1988-1989წწ. თბილისის რესპუბლიკური სავაჭრო შემსყიდველი ბაზის დირექტორი; 1989-1990წწ. "საქკოოპდამზადებავაჭრობაბაზრების” მათავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1990 წლიდან ცენტრალური საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორი; 1994  წელს სააქციო საზოგადოება "ცენტრსუპერმარკეტის" გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის"; 2000-2003წწ. სააქციო საზოგადოება "ცენტრალური სუპერმარკეტის" დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 136; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.165

Member of Organizations

  • ს/ს "ცენტრალური სუპერმარკეტის" მეთვალყურეთა საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს ლეიბორისტთა პარტია, წევრი (1998-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", წეცრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლეიბორისტი", წეცრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)

Share: