The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილიკო ზაუტაშვილი

ილიკო ზაუტაშვილი
Legal name:ილია ზაუტაშვილი
Date of birth:18 June, 1952  (71 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1974 წელს; 1979 წელს ამავე აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.

მუშაობს სახვით ხელოვნებაში, ხელოვნების თეორიაში; დააფუძნა სასწავლო სტუდიები (1985), ჯგუფი "ტოტალური სივრცე" (1988), "ვიზუალური გამოძიების სექტორი" (1992). დამდგმელი მხატვარია მხატვრული ფილმებისა: "ორეული", "ნიშანი". პერსონალური გამოფენები: “Reality”, გამომცემლობა მერანის საგამოფენო დარბაზი (1978), "Concept as a plastic idea", მოსკოვი, რუსეთი(1988), "Light Darkness", გალერეა "Friedrich" კიოლნი, გერმანია (1991),  "cote Coeur", "cote couleur", Freyming Art Centre, საფრანგეთი(1992), "Gauguin in Four Dimension", პერფორმანსი და ვიდეო, კლუბი "სარდაფი" (თბილისი, 2001), "Schwarzmeer", nt-areal (ბაზელი, შვეიცარია, 2002) და სხვ. მონაწილეობს აგრეთვე ჯგუფურ გამოფენებში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლის ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, საქართველოს წარმოადგენდა ილია ზაუტაშვილის მულტიმედიური პროექტი "საზოგადოებრივი აზრი".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 134; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 52-53

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1980-)

Share: