შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პარმენ ზაქარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაჯახავო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს. 1940-1941წწ. სამუშაოთა მწარმოებელი კვების მრეწველობის სამინისტროში; 1941-1948წწ. მუზეუმ "მეტეხის" მეცნიერ-თანამშრომელი; 1948-1975წწ. სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე, პროფესორი. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნებისა. სადოქტორო დისერტაციის თემა - "შიდა ქართლის ციხე-სიმაგრეები", დაიცვა 1959 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 133; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |