Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ზარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სასარგებლო ნამარხთა გეოლოგიური საძიებო ფაკულტეტი 1933 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1936 წელს. 1937-1938წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1938-1948წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1938-1945წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის დოცენტი; 1945-1948წწ. პროფესორი; 1953-1956წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი; 1948-1995წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე; 1995 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე წლიდან გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი. გამოქვეყნებული აქვს 25 წიგნი, 250-ზე მეტი სტატია, 7 სახელმძღვანელო, 18 მონოგრაფია. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიაში მაგმური პროცესების განვითარების კანონზომიერებანი და მათთან დკავშირებული გამადნებანი", დაიცვა 1945 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 132; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი:gtu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.327 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |