The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ზარიძე

გიორგი ზარიძე
Date of birth:29 May, 1908
Date of death:12 February, 2002  (at 93 years)
Category:Geologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სასარგებლო ნამარხთა გეოლოგიური საძიებო ფაკულტეტი 1933 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1936 წელს.

1937-1938წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1938-1948წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1938-1945წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის დოცენტი; 1945-1948წწ. პროფესორი; 1953-1956წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი; 1948-1995წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე; 1995 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე წლიდან გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი. გამოქვეყნებული აქვს 25 წიგნი, 250-ზე მეტი სტატია, 7 სახელმძღვანელო, 18 მონოგრაფია.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიაში მაგმური პროცესების განვითარების კანონზომიერებანი და მათთან დკავშირებული გამადნებანი", დაიცვა 1945 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 132; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი:gtu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.327

Member of Organizations

  • მეცნიერებათა აკადემიის დონის საზოგადოება (გერმანია, საფრანგეთი, იუგოსლავია), ნამდვილი წევრი
  • რუსეთის ბუნებისმეტყველთა აკადემია, საპატიო აკადემიკოსი
  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, საპატიო აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-)

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: