შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე გორდელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1977 წელს. 1978–1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. საკავშირო სამედიცინო აკადემიის ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიისა და ჰორმონთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1997 წლიდან იოდდეფიციტის სახელმწიფო პროგრამის მთავარი სპეციალისტი და საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა "დიაბეტური სკოლის" დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–პედიატრი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მედიცინის ნაციონალური ცენტრის სამედიცინო პინელის ექსპერტი, ენდოკრინოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოსტიკისა და მიმდინარეობის თავისებურებანი ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.79
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |