Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ გოცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957–1965წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1971წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1971 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის I სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 97 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია; არის 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, ექიმი–მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობის II ნახევრის ტოქსიკოზების მკურნალობა კონცენტრირებული მშრალი პლაზმით," დაიცვა 1965 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დისფუნქციური სისხლის დენების პათოგენეზი და მკურნალობა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.80; ჩაჩავას კლინიკა: facebook.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |