Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თაისა გრძელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1976წწ. მუშაობდა თბილისის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1976–1983წწ. იყო ქუთაისის პათოლოგანატომიური სამსახურის რაიონთაშორისო ცენტრის მთავარი ექიმი; 1983–1992წწ. ქუთაისის I ქალთა კონსულტაციის ენდოსკოპიური კაბინეტის ექიმი; 1992 წლიდან ამავე სამშობიარო სახლის ორდინატორი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის; ექიმი–მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მედიცინის კათედრის გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მორფოლოგიური თავისებურებები მენსტრუალური ყვითელი სხეულის ფუნქციის მოშლილობის და ორსულობის ყვითელი სხეული პირობებში მისი განვითარების ადრეულ ფაზებში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.81
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |