The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ზალდასტანიშვილი

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი
Date of birth:25 December, 1960
Date of death:25 December, 2017  (at 57 years)
Category:Diplomat, Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით 1982 წელს.

1982-1983წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრასთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინჟინერი; 1983-1984წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობაში პროგრამული მართვის კათედრის ლაბორანტი; 1984-1987წწ. ქ .დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი; 1987-1989წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1989-1990წწ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის მკვლევარი; 1990-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში და ამავე უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის კათედრის დოცენტი; 1992-1993წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი; 1993-1994წწ. თბილისის მერიის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი; 1994-1995წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 1995-1998წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი; 1998-1999წწ.  ქ. ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 1999-2000წწ. ქ. ბრიუსელში ევროკავშირთან, ევროგაერთიანების კომისიებსა და ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2000-2005წწ. ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2005-2013წწ. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი; 2013-2017წწ. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი. 1998 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახარატო დამუშავების დინამიური მოდელირება", დაიცვა 1987(დრეზდენი).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 131: 1tv.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.76

Awards and Honors

  • 2017 - ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული ჯილდო "დიდი ოქროს საპატიო ჯილდო" - Grand Decoration of Honour in Gold with Sash (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2017 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: