შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე ვაშაყმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1979 წელს. 1979-1985წწ. გაზეთ "თბილისის" კორესპონდენტი; 1985-1989წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1990-1995წწ. ჟურნალ "კალთის" მთავარი რედაქტორი; 1988 წლიდან "ახალი ქართული გაზეთის" უფროსი რედაქტორი; 1996 წლიდან ლიტერატურის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წლიდან ჟურნალისტური სახელოსნოს ხელმძღვანელი; ამავე წლიდან ჟურნალ "სტუდიაის" მთავარი რედაქტორი; ამჟამად რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი. არის ჟურნალისტური სტატიებისა და დოკუმენტური ფილმების სცენარის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანამედროვე ქართული ნარკვევი", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 128
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |