The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ვაშაკიძე

ვალერიან ვაშაკიძე
Date of birth:1 March, 1957  (68 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს და ასპირანტურა 1983 წელს.

1973-1974წწ. მუშაობდა მაუდ-კამვოლის კომბინატში მუშა-მეკუჭნავედ; 1979 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; პირველი არაფორმალური ორგანიზაციის - "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოგვიანებით - გამგეობის წევრი. ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე; 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1995წწ. ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის თავმჯდომარე; 1995-2003წწ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი; 2018 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სამი მონოგრაფიის ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 126; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.159

Member of Organizations

  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, წევრი (1987-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-)

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: