Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ვარსიმაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1981 წელს. 1980-1992წწ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დამდგმელ რეჟისორად; 1992-1996წწ. "კავკასიის ტელე-რადიო კომპანიის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1996 წელს დაარსა "თეატრალური სარდაფი", რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე; 1999 წლიდან გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2001 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა "თავისუფალი თეატრი"; კინოსტუდია "Vars-studio"-ს მეპატრონე; თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, რეჟისურის მიმართულების ხელმძღვანელი. რეჟისორია სპექტაკლების: "მშვენიერი ქართველი ქალი", "ათვინიერებენ მიმინოს", "კვაჭი კვაჭანტირაძე", "ტერეზა რაკენი", "ცხოვრება მშვენიერია", "ოსტატი და მარგარიტა", "სიკვდილის როკვა", "კომედიანტები", "ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" და სხვ. დადგმული აქვს ათზე მეტი სპექტაკლი რუსეთის, უკრაინისა და გერმანიის თეატრებში; გადაღებული აქვს ექვსი მხატვრული ფილმი: "თვინიერი", "იდიოტოკრატია" , "ყველაფერი კარგად იქნება", "მისი ძმაო, მიდი", "ისპაჰან-ბათუმი", "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა"; სამი სატელევიზიო მხატვრული ფილმი: "ავადმყოფი გიცდით", "სახლი ძველ უბანში"(30 სერია) და "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" (2 სერია); მისი პროდიუსერობით შეიქმნა სპექტაკლი "ჯინსების თაობა" და მხატვრული ფილმი "ბამბაზიის სამოთხე". არის არაერთი ფესტივალის გამარჯვებული: Cinema Rimini-ს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი (იტალია, 1991), რუსთავის თეატრალური ფესტივალი - "ოქროს ნიღაბის" პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის (1998), ლვოვის თეატრალური ფესტივალის პრიზი "ოქროს ლომი", საუკეთესო რეჟისურისათვის (2002), რუსეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ზოლოტოი ვიტიაზის" გრან-პრი "ოქროს რაინდი" (2013), რუსეთის "მეგობრობის" ორდენი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 126; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |