შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1979 წელს; 1986 წელს მსოფლიო ეკონომიკურ და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ასპირანტურა. 1986-1987წწ. მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში; 1987-1991წწ. პარტიულ და სამთავრობო ორგანიზაციებში; 1995-1998წწ. ფირმა KOMEG GmbH-ის აღმოსავლეთ ევროპის ქეყნების პროექტის ხელმძღვანელი; 1998 წლიდან კომპანია "მარტინ ბაუერ გეორგიენის" პრეზიდენტი; კომპანია "გეოპლანეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 120 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |