Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთი დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1967 წელს; 1975 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტები. 1974-1998წწ. იყო ტელევიზიის რეჟისორი; 1975 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი; 1997 წლიდან კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, საერთაშორისო ფესტივალ "საჩუქრის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1993 წლიდან ქალთა მოძრაობა "მანდილის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომიტეტის თავმჯდომარე; 1997-2017წწ. მიხეილ თუმანიშვილი სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "კაცია-ადამიანი?!" (1979), "კუკარაჩა" (1983), "სანამ წვიმა გადაივლიდეს" (1985), "მარტოხელა მონადირე" (1989) და სხვ.; სატელევიზიო დადგმებისა: "დღესასწაული" (1973), "ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს" (1975) და სხვ.; შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: "სისხლიანი ქორწილი" (1974 წელი), "შენსკენ სავალი გზები" (1984 წელი), "მედეა – გახლეჩილი სამყარო" (1997 წელი), "ჩემი თაობის ავტოპორტრეტი" (2000 წელი) და სხვა. მიღებული აქვს ქართული კინოფესტივალის პრიზი, საუკეთესო ეკრანიზაციისთვის, კინოფილმი "კაცია-ადამიანი?!" (1980), ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პრიზი, საუკეთესო ეკრანიზაციისთვის, კინოფილმი "კუკარაჩა" (1983). ცნობილი ქართველი რეჟისორის, სიკო დოლიძის შვილი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 118; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.381 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |