The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ დემეტრაშვილი

ავთანდილ დემეტრაშვილი
Date of birth:21 December, 1941  (82 years)
Category:Public official, Lawyer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურუდიული ფაკულტეტი 1967 წელს; 1975 წელს ქ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1960-1963წწ. მუშაობდა დამხმარე მუშად თბილისისა და პერმის სხვადასხვა დაწესებულებაში; 1968-1971წწ. ქ. პერმის უნივერსიტეტის კათედრის ასისტენტი; 1975-1977წწ. ქ. პერმის უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1978-1979წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1979-1984წწ. მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი და დოცენტი; 1986-1990წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1993-1995წწ.  სახელმწიფო მეთაურის აპარატის საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურის ხელმძღვანელი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველის სპეციალური წოდება. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომები, მონოგრაფია, კონსტიტუციათა კრებული, მეთოდური მასალები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საფრანგეთის მეხუთე რასპუბლიკის ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოთა სისტემა", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 113; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.308

Member of Organizations

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავმჯდომარე (1996-2001)
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, თავმჯდომარე (2009-)
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, მდივანი (1993-1995)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: