The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბასილი ზარზმელი

Date of birth:8??
Date of death:9??
Category:Writer, Religious leader

Biography

დაახლოებით 916–926 წლებში ბასილი ზარზმელი იყო ზარზმის მონასტრის წინამძღვარი. თავისი ბიძის, IX საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას მიუძღვნა ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულება "ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ-შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი", რომელშიც სერაპიონის საქმიანობის გარდა, გადმოცემულია იმდროინდელი საქართველოს სოციალური ყოფის ამსახველი სურათები, სამხრეთ საქართველოს მონასტერთა მშენებლობა-აღორძინების ამბები. აღწერილია საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობა, ეკლესიის როლი ქვეყნის ცხოვრებაში და სხვ. ბასილი ზარზმელი თხზულებაში მოთხრობილი ზოგიერთი ამბის თვითმხილველია, ნაწილი ცნობებისა კი მას სერაპიონის მოწაფეთაგან შეუკრებია. "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება" პირველხარისხოვან ისტორიულ წყაროდაა მიჩნეული. ბასილი ზარზმელის თხზულება ცნობილია მხოლოდ უცნობი ავტორის მიერ XI საუკუნეში შესრულებული მეტაფრასული რედაქციის მიხედვით, რომლის ერთადერთი,მოსე ჯანაშვილის მიერ მიკვლეული, ხელნაწერი XVI საუკუნეს განეკუთვნება. არსებობს მოსაზრება, რომ სერაპიონ ზარზმელი და მისი ცხოვრების აღმწერი ბასილი ზარზმელი არიან არა IX-X საუკუნეების, არამედ VI-VII საუკუნეების მოღვაწეები. ეს შეხედულება თვით თხზულებაშივე გადმოცემული ისტორიულ სურათს არ ეთანხმება და დაუსაბუთებელი ჩანს. IX-X საუკუნეების ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.364

 


Share: