Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბასილი ბაგრატის ძე![]()
Biographyბასილი ბაგრატის ძე მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. გიორგი მცირის თქმით, იგი ყოფილა "მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისა" და იოანე ბაგრატიონის "კალმასობაში" დახასიათებულია, როგორც ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში განსწავლული მწიგნობარი, მთარგმნელი, "რიტორ-მომთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედან დამთხზველი", მასვე უწოდებდნენ "ქართველთა ეკლესიათა სამკაულს". შემდგომ ბასილი ათონის მთაზე გადასულა და იქ დაუწერია "გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი". გარდაიცვალა იქვე, ივერთა მონასტერში. XI საუკუნის I ნახევრის ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი. ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსის მიერ მიჩნეულია ბაგრატ III–ის ძედ. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 9 ივნისი (27 მაისი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.363; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 51
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |