შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სენაკის რაიონი, სოფელი ფოცხო. დაამთავრა სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1970 წელს. 1978 წელს მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა. 1966-1970წწ. იყო ცხაკაიას რაიონის სოფ. ნოსირის დაფნის მეურნეობის აგრონომი; 1971-1972წწ. ალკკ ცხაკაიას რაიკომის ინსტრუქტორი; 1972-1974წწ. მეორე მდივანი; 1974 წელს საქართველოს კპ ცხაკაიას რაიკომის ინსტრუქტორი; 1974-1975წწ. სოფ. გეჯეთის ჩაის მეურნეობის დირექტორი; 1975-1978წწ. ცხაკაიას რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1978-1982წწ. სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი; 1982-1984წწ. განყოფილების გამგე; 1987-1988წწ. რაიკომის მეორე მდივანი; 1988-1991წწ. რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1993 წლიდან სენაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 112 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |