Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამია დარჩია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1951-1956წწ. საფეიქრო ტექნიკუმის ისტორიის მასწავლებელი; 1956-1958წწ. ბამბეულის ქსოვილების კომბინატის ალკკ კომიტეტის მდივანი; 1958-1963წწ. საქართველოს ალკკ ცკ ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე; 1963-1967წწ. საქართველოს კომპარტიის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის განყოფილების გამგე; 1967-1969წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კადრების განყოფილების გამგე; 1969-1971წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში; 1971-1975წწ. ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი; ინსტიტუტის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1976); 1976-1982წწ. მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორი; 1982-1986წწ. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე; 1987-1994წწ. მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის პროფესორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია, 7 წიგნი, 25 სამეცნიერო წერილი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1979). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 110; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.146 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |