შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა დარასელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1976წწ. იყო საქტელერადიო კომიტეტის რადიოს რედაქტორი; 1976-1977წწ. რადიოს პასუხისმგებელი მდივანი; 1977-1978წწ. რადიოს უფროსი რედაქტორი; 1978-1980წწ. ტელევიზიის ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1980-1983წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქტორი; 1983-1986წწ. საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პრესის და ტელევიზიის სექტორის გამგე; 1986-1991წწ. საქტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე (გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა). 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის ტელეკომპანია "მეორე არხს" (გენერალური დირექტორი); ცნობილია აგრეთვე მისი მოთხრობები და ნოველები, მაგ. ნოველა "უჩინარი" (თბ., 1984); თარგმნიდა გ. მარკესის ნაწარმოებებს; მის გარდაცვალებისთანავე დაარსდა მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე მშვენიერია", რომელიც აფინანსებს კულტურულ, სპორტულ, ხელოვნებისა და განათლების პროექტებს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 110; geonecropol.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.II. - თბ., 2012. -გვ. 317; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.193 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |