The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ დავლიანიძე

ჯუმბერ დავლიანიძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს. 

1975 წლიდან იმსაჯა ევროპის 5 ჩემპიონატზე, კაცთა 4 და ქალთა 6 მსოფლიო ჩემპიონატზე, იყო მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მსაჯი. სსრკ პროფკავშირების 3-გზის ჩემპიონი, სსრკ სტუდენტთა თამაშების 4-გზის ჩემპიონი, საქართველოს 13-გზის ჩემპიონი, ჩემპიონი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (1957), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი (ვენა, 1957), ჩემპიონი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (1962); ექსტრა კატეგორიის საერთაშორისო არბიტრი. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო ნაშრომი. თავისუფალი ჭიდაობა. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლება ძირითადი ფონდების საშუალებით", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 108; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.64

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჭიდაობის განვითარებაში, ახალგაზრდა თაობების აღზრდაში, მაღალკვალიფიციური სპორტსმენების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი სპორტული შედეგების მიღწევისათვის
  • 1962 - სპორტის საპატიო ოსტატი
  • 1957 - სპორტის ოსტატი

გააზიარე: