Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბასილაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი) 1967 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან იყო ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის "ივერიის" ხელმძღვანელი და სოლისტი, მუშაობდა საესტრადო ჟანრში. არის მრავალი საესტრადო სიმღერის ავტორი. "თეთრი ფიფქები" (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), "მოგონებანი"(კ. კვეიძის ლექსზე), "სიყვარულის ზღაპარი", "გულო, ჩადექ საგულესა", "ახალგაზრდული" (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), "სიმღერა საქართველოზე" ( ნ. მალაზონიას ლექსზე) და სხვ. ანსამბლ "ივერიისათვის" დაწერა მიუზიკლები: "ჩხიკვთა ქორწილი"(1979), "არგონავტები" (1980), "შლაგერი, შლაგერი" (1985), "თოვლის ბებოს ზღაპარი" (1986), "ფიროსმანი" და სხვ. ამავე ანსამბლისთვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნებში(პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია). 2017 წელს სახელმწიფო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში ერთერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი, ქ. ტყიბულში 2017 წლის აგვისტოში გაიხსნა მისი სახელობის სკვერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.362; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.406 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |