The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ბასილაია

ალექსანდრე ბასილაია
Date of birth:11 March, 1942
Date of death:3 October, 2009  (at 67 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის  სახელმწიფო კონსერვატორია(კონტრაბასის კლასი) 1967 წელს.

1963 წლიდან მუშაობდა  საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან იყო ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის "ივერიის" ხელმძღვანელი და სოლისტი, მუშაობდა საესტრადო ჟანრში. არის მრავალი საესტრადო სიმღერის ავტორი. "თეთრი ფიფქები"(ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), "მოგონებანი"(კ. კვეიძის ლექსზე), "სიყვარულის ზღაპარი", "გულო, ჩადექ საგულესა", "ახალგაზრდული"(მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), "სიმღერა საქართველოზე"( ნ. მალაზონიას ლექსზე) და სხვ. ანსამბლ "ივერიისათვის" დაწერა მიუზიკლები: "ჩხიკვთა ქორწილი"(1979), "არგონავტები"(1980), "შლაგერი, შლაგერი" (1985), "თოვლის ბებოს ზღაპარი" (1986), "ფიროსმანი" და სხვ. ამავე ანსამბლისთვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნებში(პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.362

Member of Organizations

  • სსრკ კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1981-19??)

Awards and Honors

  • 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: