შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გურიელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1988წწ. იყო ნაკრძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ნადირმცოდნე; 1988 წლიდან ზოოლოგის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996 წლიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხოველთა სამყაროს დაცვის განყოფილების უფროსი; 1997 წლიდან "სახეობათა კონსერვაციის ცენტრის" დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის ზოოპარკის დირექტორი. საკანდიდატო დისერტაცია - "კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციაში მიმდინარე პროცესები მგლის რიცხოვნობის დაცემის ფონზე", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 103
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |