The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარძიმ არაგვის ერისთავი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1739
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

არაგვის ერისთავი 1731–1739 წლებში; გიორგი არაგვის ერისთავის ძე; 1724 წელს ვახტანგ VI-ს წაჰყვა რუსეთში; 1729–1730 წლებში დაბრუნდა; 1731 წელს ქართლის მმართველმა ისაყ-ფაშამ არაგვის ერისთავად დანიშნა; 1736 წელს ქართლში ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს მტრის მხარეზე იყო; ებრძოდა შანშე ქსნის ერისთავს; შანშეს ძმის იასეს ცოლ-შვილი ყიზილბაშებს ჩაუგდო ხელში. 1739 წლის ივლისში შანშე თავს დაესხა ანანურის ციხეს და ბარძიმ არაგვის ერისთავი თავისი სახლიკაცებიანად ამოხოცა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.361


გააზიარე: