The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მეღვინეთუხუცესი

დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1891
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 1972  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1909 წელს, პეტერბურგის კონსერვატორია 1913 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე(1932 წლიდან პროფესორი); 1943 წელს აირჩიეს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მუსიკის კათედრის გამგედ და კითხულობდა ლექციებს მუსიკის ისტორიაში; ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას, მას ეკუთვნის: ოპერები – "ამირანი", "დავით გურამიშვილი", "ბეკინას ქორწინება"; ექვსი სიმფონია; ერთი ბალეტი – "ჭანი გოგონა"; საქართველოს წამყვან თეატრებში მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლებს, წლების მანძილზე მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობა ჰქონდა კ. მარჯანიშვილთან; რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია "შემავალი ტონის ისტორია", "ქართული ხალხური პოლიფონია".

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: