The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბარნაბიშვილი

გიორგი ბარნაბიშვილი
Date of birth:12 January, 1917
Date of death:23 March, 1982  (at 65 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1939 წელს (ჩელოს კლასი).

1935 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას კონსერვატორიის სიმფონიურ ორკესტრში, რომელსაც ევგენი მიქელაძე ხელმძღვანელობდა და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო. მან პირველად შეასრულა პ. ჩაიკოვსკის ვარიაციები ვიოლონჩელოსა და ორკესტრისათვის. 1939 წელს კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს პირველ მუსიკალურ ტექნიკუმში, ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სკოლასა და კონსერვატორიაში. 1941 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგია. 1965 წლიდან ჩელოსა და კონტრაბასის კათედრის გამგეა. ხოლო 1968 წლიდან  - პროფესორი. 1941 წლიდან ფილარმონიის სოლისტია. 1944–1973 წლებში უკრავდა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში, რომელმაც 1952 წელს მონაწილეობა მიიღო სიმებიან კვარტეტთა პრაღის საერთაშორისო კონკურსში, სადაც ლაურეატის წოდება დაიმსახურა. 1967–1972 წლებში იყო მის მიერვე ჩამოყალიბებული სიმებიანი კვარტეტის სოლისტი. გ. ბარნაბიშვილი მონაწილეა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა სამი საკავშირო კონკურსისა და როგორც სოლისტი, ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა. მისი საკონცერტო რეპერტუარი მოიცავდა დასავლეთ ევროპისა და საბჭოთა კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. იგი პარტნიორობას უწევდა ცნობილ მუსიკოსებს: გ. გოლდენვეიზერს, ჰ. ნეიჰაუზერს, სვ. რიხტერს, ე. გილელსს. მის მიერ შექმნილი ახალგაზრდული კვარტეტი (ამჟამად საქართველოს სახელმწიფო კვარტეტი) საერთაშორისო მასშტაბის სახელოვანი კამერული ანსამბლია. ვიოლონჩელისტი, ქართული სავიოლონჩელო სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.359; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.5

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია (კვარტეტთან ერთად)
  • 1952 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: