შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ ბარძიმაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1960 წელს. 1960 წელს ჩამოაყალიბა პროფესიული ვოკალურ–საკრავიერი ანსამბლი "ორერა"; 1975 წელს დააარსა ვოკალურ–საკრავიერი ანსამბლი "ვია 75"(ჯაზ-როკი, ფიუჟენი); 1975–1986წწ. იყო ამ ანსამბლის ხელმძღვანელი; 1983–1986წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ბავშვთა ანსამბლ "ლახტს"; 1985–1992 წლებში კი ანსამბლ"ჯორჯიას"; 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; დააარსა სკოლა–სტუდია "ლახტი". გადაღებულია ფილმებში "წარსული ზაფხული" (1959) და "ორერა სრული სვლით!" (1970). იყო სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის (1972) და თბილისის საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალის (1978) ლაურეატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.361 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |