Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანატოლი ბალაბუევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: თეთრი წყაროს რაიონი, დაბა მანგლისი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1914 წელს. 1915–1916წწ. მუშაობდა თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე; 1916–1918წწ. იყო სამხედრო სამსახურში, შემდეგ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სხვადასხვა სასწავლებელსა და სამეცნიერო დაწესებულებებში; 1938 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა გამოკვლევებს ატმოსფერული ფიზიკის დარგში. მისი სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება ატმოსფერული ფიზიკისა და კლიმატოლოგიას. დაამუშავა ამიერკავკასიის ჰავის გენეზისის საკითხები. ამიერკავკასიის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები ცალკეულ მეტეოროლოგიური მოვლენათა შესახებ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოფიზიკოსი, პროფესორი (1933), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1941). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.341 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |