The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანატოლი ბალაბუევი

ანატოლი ბალაბუევი
დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1889
გარდაცვ. თარიღი:19 ივნისი, 1980  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თეთრი წყაროს რაიონი, დაბა მანგლისი.

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1914 წელს.

1915–1916წწ. მუშაობდა თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე; 1916–1918წწ. იყო სამხედრო სამსახურში, შემდეგ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სხვადასხვა სასწავლებელსა და სამეცნიერო დაწესებულებებში; 1938 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა გამოკვლევებს ატმოსფერული ფიზიკის დარგში. მისი სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება ატმოსფერული ფიზიკისა და კლიმატოლოგიას. დაამუშავა ამიერკავკასიის ჰავის გენეზისის საკითხები. ამიერკავკასიის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები ცალკეულ მეტეოროლოგიური მოვლენათა შესახებ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოფიზიკოსი, პროფესორი (1933), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1941).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.341

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: