Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სანდრო მირიანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელი; დროგამოშვებით სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მოსკოვისა და პეტერბურგის კონსეტრვატორიებში 1934–1945წწ. ხელმძღვანელობდა საგუნდო ანსამბლებს პეტერბურგსა და თბილისში; 1952–1956წწ. იყო კავკასიის მესაზღვრე არმიასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის მხატვრული თვითშემოქმედების კოლეკტივების ხელმძღვანელად; იგი მრავალი სიმღერისა და რომანსის ავტორია; დაწერილი აქვს საბავშვო ოპერა "რუხი მგელი"(1945); კრებული "ორმოცდაათი საფორტეპიანო პიესა ბავშვებისათვის"; მუსიკა დრამატული თეატრის სპექტაკლებისათვის; სიმღერებიდან და რომანსებიდან აღსანიშნავია: "შევიშრობ ცრემლსა", "საყვარელ ქუჩაზე", "მერი", "წინ", "ახალგაზრდული სიმღერა მშვიდობაზე", "ნანა"; 1957–1959წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო განყოფილების სამხატვრო ხელმძღვანელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7. - თბ., 1984. – გვ. 11; Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 147; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 278 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |