შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკიტა მიკირტიჩიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიზლიარი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1932 წელს. 1936–1941წწ. ასწავლიდა თეორიულ საგნებს და ხელმძღვანელობდა საორკესტრო კლასს თბილისის III სამუსიკო სასწავლებელსა და V მუსიკალურ სკოლაში; მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს რადიოს საესტრადო ორკესტრისა და დრამატული თეატრების ორკესტრების სოლისტი(გიტარა) და დირიჟორი; დაწერილი აქვს: კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – პრელუდია ფორტეპიანოსათვის(1940), "ალბომი ყმაწვილთათვის"(1940, 1943, 8 პიესა ფორტეპიანოსათვის), "ზღაპარი" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1954), 12 პიესა ფორტეპიანოსათვის(1972), სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1975), "გაზაფხულის სიუიტა" სიმებიანი კვარტეტისათვია, სიუიტა ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის, პიესები ვიოლინოს, ვიოლონჩელოს, კონტრაბასისა და ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის; ვოკალურ–ინსტრუმენტული და საგუნდო ნაწარმოებები; ავტორია საბავშვო ბალეტის "ნორჩი პატრიოტები"(1941); სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 149; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 280 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |