The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკიტა მიკირტიჩიანი

დაბადების თარიღი:1 მაისი, 1901  (123 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიზლიარი.

 დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1932 წელს.

1936–1941წწ. ასწავლიდა თეორიულ საგნებს და ხელმძღვანელობდა საორკესტრო კლასს თბილისის III სამუსიკო სასწავლებელსა და V მუსიკალურ სკოლაში; მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს რადიოს საესტრადო ორკესტრისა და დრამატული თეატრების ორკესტრების სოლისტი(გიტარა) და დირიჟორი; დაწერილი აქვს: კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – პრელუდია ფორტეპიანოსათვის(1940), "ალბომი ყმაწვილთათვის"(1940, 1943, 8 პიესა ფორტეპიანოსათვის), "ზღაპარი" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1954), 12 პიესა ფორტეპიანოსათვის(1972), სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1975), "გაზაფხულის სიუიტა" სიმებიანი კვარტეტისათვია, სიუიტა ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის, პიესები ვიოლინოს, ვიოლონჩელოს, კონტრაბასისა და ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის; ვოკალურ–ინსტრუმენტული და საგუნდო ნაწარმოებები; ავტორია საბავშვო ბალეტის "ნორჩი პატრიოტები"(1941); სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 149;  Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 280


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1947-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: