The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა მშველიძე

შალვა მშველიძე
Date of birth:15 May, 1904
Date of death:5 March, 1984  (at 79 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს.

1929 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1942 წლიდან პროფესორი; სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1947 წლიდან იგი იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი; სტუდენტობისას დაიწყო ხალხური მუსიკის ნიმუშების შეგროვება; შემოიარა სვანეთი, თუშ–ფშავ–ხევსურეთი, ქიზიყი, კახეთი, ქართლი, მესხეთ–ჯავახეთი, გურია, აჭარა; პირველმა შემოიტანა ქართულ პროფესიულ მუსიკაში ფშავ-ხევსურული მუსიკალური დიალექტი; იგი ქართული ეპიკური სიმფონიზმის ფუძემდებელია; პირველი დიდი ფორმის ნაწარმოები, სიმფონიური პოემა "ზვიადაური" სწორედ ამ თემას დაუკავშირა; დიდი დამსახურებაა ისიც, რომ მან პირველმა აამეტყველა ქართულ სიმფონიურ მუსიკაში ვაჟა–ფშაველას ვაჟკაცური ეპოსი თავისი სიდიადით, წარმოაჩინა მისი მომხიბვლელობა, ეს იგრძნობა არა მარტო "ზვიადაურში" და "მინდიაში", არამედ ლაიტმოტივად გასდევს მთელ მის შემოქმედებას; აღსანიშნავია აგრეთვე კომპოზიტორის ღრმად ეროვნული საგუნდო და საოპერო შემოქმედება; ოპერები თავისებურად ავითარებენ ეროვნულ კლასიკური ოპერის მონუმენტურ–ეპიკურ სტილს; ასევე აღსანიშნავია დიდი ინტერესი აღმოსავლეთის ქვეყნების, კერძოდ ინდოეთის მუსიკალური კულტურისადმი, რასაც ხორცი შეესხა მის ქმნილებებში: "ინდური სიუიტა", "ბირმული სურათები", რომანსი "ამრიტა"; შექმნილი აქვს: ოპერები – "ამბავი ტარიელისა"(1946), "დიდოსტატის მარჯვენა"(1961); ორატორიები – "კავკასიონი"(1949), "მარადი თქმულება"(1970); ექვსი სიმფონია(1943, 1944, 1952, 1968, 1975, 1980), სიმფონიური პოემები – "ზვიადაური"(1940), "მინდია"(1950), "მოყმე და ვეფხვი"(1962); სიმფონიური სურათები – "აზარი", "ფშაური"; აგრეთვე სიმღერების კრებული, მუსიკა კინოფილმებისა და დრამატული სპექტაკლებისათვის; სამეცნიერო ნაშრომი – "საკრავთმცოდნეობა"(1965); კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 7. - თბ., 1984. – გვ. 244; Композиторы и музыковеды грузии. – Тб., 1984. - გვ. 286

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1932-19??)
  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1948-1979)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1941-1951)

Awards and Honors

  • 1973 - ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პრემია(ინდოეთი)
  • 1971 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1958 - აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1958 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1947 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1942 - სტალინური პრემია
  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

Share: