შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი ნატანები. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1938 წელს. 1945-1948 წლებში მუშაობდა საქართველოს ჩაის საბჭოთა მეურნეობის ტრესტში კადრების განყოფილების უფროსად. 1949 წლის 1 ოქტომბრიდან სწავლობდა საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასპირანტურაში ისტორიის მეთოდიკის სპეციალობით. 1953 წელს დაიცვა დისერტაცია და მიიღო პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის 17 მონოგრაფიისა და სამი სასკოლო სახელმძღვანელოსი. მან აღზარდა მეცნიერ-პედაგოგთა კადრები, ისტორიის სწავლების მეთოდისტები. იყო საქართველოს ისტორიის სექტორის გამგე; მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუეტის კაბინეტს, სადაც ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ისტორიისა და გეოგრაფიის სექტორის გამგედ, მიენიჭა მისი სახელი. პროფესორი (1992). წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 77-78 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |