The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ნალბანდიშვილი

პეტრე ნალბანდიშვილი
დაბადების თარიღი:1917  (108 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1952 წელს.

1938 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; კულტ–საგანმანათლებლო სასწავლებელში ასწავლიდა თეორიულ საგნებს და აქვე იყო საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების გამგე; 1956–1958წწ. იყო სამხატვრო ხელმძღვანელი სახელმწიფო საესტრადო ანსამბლის "რერო"; შექმნილი აქვს: კანტატა "სამგორი"(1952), საბავშვო ოპერა "დედის სიყვარული"(1969), სიმებიანი კვარტეტი, კონცერტინო საყვირისათვის, სავიოლინო კონცერტი(1963), სიმღერები, მუსიკა სპექტაკლებისათვის, საესტრადო–საორკესტრო პიესები.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 158


გააზიარე: