The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სულხან ნასიძე

სულხან ნასიძე
Date of birth:17 March, 1927
Date of death:21 September, 1996  (at 69 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის 1950 წელს საფორტეპიანო ( ხელმძღვ. ა. სვანიძე) და 1955 წელს საკომპოზიციო (ხელმძღვ. ი. ტუსკია) ფაკულტეტები.

1951–1956 წლებში ასწავლიდა ფორტეპიანოს თბილისის V სამუსიკო სკოლაში, 1963 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია, 1972 წლიდან დოცენტი, 1979 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო კათედრის პროფესორია, 1974–1990 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელია და კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1979 წლიდან საკომპოზიციო კათედრის გამგე. სულხან ნასიძეს თანამედროვე კომპოზიტორთა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია. იგი განსაკუთრებული ნაყოფიერებით მუშაობს სიმფონიური და საკრავიერი მუსიკის სფეროში. მან შექმნა შვიდი  მნიშვნელოვანი სიმფონია: (I - 1957, II - 1964, III - კამერული 1969, IV - "კოლხური", 1975; V - "ფიროსმანი", 1977, VI - "პასიონე", 1978; VII - "დალაი", 1979); სამი საფორტეპიანო კონცერტი: (III კონცერტი "საშემოდგომო მუსიკა" (1984),  ოთხი სიმებიანი კვარტეტი (1968, 1970, 1980, 1985), საფორტეპიანო ტრიო (1960), რაფსოდია ძველი თბილისის თემებზე ორკესტრისათვის (1957), "პოლიფონიური სონატა" (1960), ვოკალური ციკლი ბანისათვის "ქართული ხალხური პოეზიიდან" (1989), ოპერეტა "სტუდენტები" (1965), ორატორია "ჩემი სამშობლო" (1967), ბალეტი "ორფეოსი" გლიუკის თემებზე, დაიდგა თბილისში (1973), "კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსათვის" კამერულ ორკესტრთან ერთად (1983).  ს. ნასიძის მრავალი ნაწარმოები აჟღერდა საზღვარგარეთ. მაგალითად "კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის კამერულ ორკესტრთან ერთად" შესრულდა გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, უნგრეთში, II სიმფონია - აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ფინეთში, შვეიცარიასა და სხვა. III კვარტეტი შესრულდა იტალიაში, ფინეთში, დანიასა და ბელგიაში. კომპოზიტორმა შექმნა მუსიკა კინოფილმებისთვის: "აპრილი" (1962), "მიმინო" (1965), "მთვარის მოტაცება" (1973), "საჰაერო ხიდი" (1974), "საქმე გადაეცემა სასამართლოს" (1975), "დაბრუნება" (1977).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7. - თბ.,1984.–გვ.325; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 293; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.313; 2007 წლის საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.31

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1992-1996)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1962-1968)

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1986 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1973 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1958 - ღირსების ორდენი

Share: