The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასო ბალანჩივაძე

ვასო ბალანჩივაძე
Legal name:ვასილ ბალანჩივაძე
Other name:ფილიპე ბარბაქაძე  (Pseudonym)
Date of birth:24 April, 1867
Date of death:18 May, 1951  (at 84 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბანოჯა, წყალტუბოს რაიონი.

1887–1890წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.

სცენაზე პირველად გამოვიდა 1887 წელს თბილისში, ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით. 1890–1891 წლებში იყო თბილისის ქართული თეატრის, 1891–1894 წლებში ქუთაისის თეატრის მსახიობი (1921 წლიდან ხელმძღვანელი), 1924–1929 წლებში თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი, 1929–1935 წლებში კი თბილისის ცეკავშირის მოძრავი და პერიფერიის თეატრების მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბობჩინსკი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ბესო (ა. სუმბათაშბილის "ღალატი" ), ბენ აკიბა(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას "და-ძმა"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), გელა (ა. წერეთლის "პატარა კახი" ), ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი"). 1935–1942 წლებში იყო "სახკინმრეწვის" მსახიობი.  გადაღებულია ფილმებში: "დაკარგული სამოთხე" (ბაბუა ანტონი), "ქალი გაღმიდან" (ოსმანია), "ქალი მწვანეში" (სარდიონი), "გიორგი სააკაძე" (გლეხი) და სხვ. ვასილ ბალანჩივაძე ქართული ესტრადის მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების ("იმერული სცენები") ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მასვე ეკუთვნის პიესები: "1905", "გლეხი ივლიანე გობეჩია", "აჭარელი ქალი ფატიმა", "მზის სხივები", "უბედური დღე", "დაუდევრობის მსხვერპლი" და სხვ. მისი "მოგონებები" ინახება საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში.  მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.343; ხელოვნების კალენდარი კინო, მუსიკა, თეატრი -თბ; 1992., - გვ.54-55

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1922 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: