| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტულუნი, ირკუტსკის ოლქი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1963 წელს. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1949 წლიდან. შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, გრაფიკული ნაწარმოებები. მისი ძირითადი ნამუშევრებია: გ. ტაბიძის (1951), დ. ჭიჭინაძის (1952) და ნ. ჩიქოვანის (1957) პორტრეტები. ილუსტრაციების სერიები: "არსენას ლექსი" (16 ფურცელი), რ. კიპლინგის "მაუგლი" (104 ილუსტრაცია, 1960) და სხვ. ავტორია აბსტრაქტული ფერწერული კომპოზიციების, მონაწილეობდა ქართველ აბსტრაქციონისტ მხატვართა ჯგუფურ გამოფენებში. მისი კედლის მხატვრობის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "ჩვენი სოფელი" (უნივერსამი, თბილისი, 1976), "არგონავტები" (გულრიფში, 1977), "საქართველოს სამოთხე" (საქართველოს საპატრიარქო, თბილისი 1978-1979), 1979–1988წწ. ალექსანდრე ბანძელაძემ მოხატა თბილისის დიდუბის ეკლესია. წიგნის "არსენას ლექსის" ილუსტრაციისთვის მიღებული აქვს სსრკ სამხატვრო აკადემიის ვერცხლის მედალი (1957), ბრნოს საერთაშორისო ბიენალეს პრიზი გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის (1966), მსოფლიოს საუკეთესო წიგნის გამოფენის პრიზი (ლაიფციგი) გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის (1968). ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.350; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.58; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

