Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკატერინე ბარათაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, მიუნხენის ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში, სადაც შეისწავლა პორტრეტული მინიატურის ხელოვნება. იმოგზაურა იტალიასა და საფრანგეთში. 1908 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1917–1933წწ. ცხოვრობდა პეტერბურგში. 1933 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პორტრეტული მინიატურის განვითარებაში. მანვე გადმოიღო ძველი ქართული მინიატურების პირები. არის ნაქარგი პორტრეტების და ფერწერული ტილოების ავტორი. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის(მინიატიურები, 1910–1911, სპილოს ძვალი, აკვარელი, გუაში–საქართველოს ლიტერატურის მუზეუმი), ა. პუშკინის(ნაქარგი, 1937 წელი, კერძო საკუთრება) პორტრეტები და სხვ. მხატვარ–მინიატურისტი, მხატვრული ხელსაქმის ოსტატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.351; el.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |