The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ფარცხალაძე

ალექსი ფარცხალაძე
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1897
გარდაცვ. თარიღი:15 აგვისტო, 1972  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, კომპოზიტორი, მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

1915-1918 წლებში სწავლობდა თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 1919-1922 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია; დაამთავრა თბილისის სახ. კონსერვატორიის სამეცნიერო-საკომპოზიციო ფაკულტეტი 
(პედ.: მ. იპოლიტოვ-ივანოვი, დ. არაყიშვილი, მ. ბაგრინოვსკი, ს. ბარხუდარიანი) 1929 წელს.

სწავლის პარალელურად იწყებს მუსიკის შექმნას. აყალიბებს მოსწავლეებისაგან შემდგარ სიმებიან ორკესტრს, ხელმძღვანელობს მუშათა გუნდებს. 1929-1936 წლებში მუშაობდა ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1936-1959 წლებში იყო ამავე სასწავლებლის დირექტორი. შემდეგ იქვე აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას და ასწავლის მუსიკალურ-თეორიულ საგნებს. ამავე დროს ალ. ფარცხალაძე ნაყოფიერად მუშაობს ხალხური შემოქმედების დარგში. აგროვებდა გურულ, მეგრულ, აჭარულ, იმერულ სიმღერებს და ინსტრუმენტულ ჰანგებს. ალ. ფარცხალაძის პირველი ნაწარმოებები დაიბეჭდა და გამოიცა საბავშვო ჟურნალებში: "ნაკადული", "წითელი სხივი", "პიონერი" და სხვა. 20-იანი წლების დასაწყისში მან შექმნა ისტორიული ოპერა "მაია" 5 მოქმედებად პ. ამირანაშვილის ლიბრეტოზე (1926). ალ. ფარცხალაძის საკომპოზიტორო მოღვაწეობა ფართოდ გაიშალა ბათუმში. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს სხვადასხვა ჟანრს: ოპერებს, სიმფონიურ და კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკას, საგუნდო სიმღერებს, რომანსებს, სიმღერებს. მას ეკუთვნის საბავშვო ოპერა-კანტატა "ჭიაკოკონა" 4 მოქმედებად ნ. მალაზონიას ლიბრეტოზე. სიმფონიური ორკესტრისათვის დაწერილი პიესებიდან აღსანიშნავია: "აჭარული სიუიტა" (1936), ცეკვა "განდაგანა" და "ფერხული", დუეტი ვიოლინოსათვის ფორტეპიანოს თანხლებით, ნოქტიურნი, "ფანდური", 5 პიესა ფორტეპიანოსათვის, საგუნდო ნაწარმოებებიდან - "კომკავშირული მარში", "აყვავებული აჭარა", "მოსწავლეების საცეკვაო", "ნორჩი თაობის სიმღერა" და სხვა. სიმღერებისა და რომანსების ჟანრში მან შექმნა: "ჩემს ვარსკვლავს", "დილის ნიავი", "მსოფლიოში გამეფდება მშვიდობა", "თბილისო", "გამარჯვების სიმღერა", "პარტიზანების სიმღერა". მას ეკუთვნის აგრეთვე საესტრადო სიმღერები. გარდა ამისა, კომპოზიტორს გამოცემული აქვს პედაგოგიური რეპერტუარის სიმღერები, საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოებები. 1936 წელს გამოსცა აჭარული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების კრებული. ქართველი კომპოზიტორი.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 177; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.44

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1939 - აჭარის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: