The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე პევზნერი

კონსტანტინე პევზნერი
Date of birth:24 June, 1924
Date of death:29 August, 1990  (at 66 years)
Category:Conductor, Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ქ. ბაქოს კონსერვატორია 1953 წელს.

1955 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში; საქართველოს საესტრადო ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი და ხელმძღვანელი; 1948-1949წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის აკომპანიატორი; 1954-1958წწ. საქართველოს რადიოს საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის კონსულტანტი; 1955-1973, 1980-1987წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რერო" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1974-1980წწ. რუსეთის ფედერაციის საესტრადო ორკესტრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ძირითდად მუშაობდა საესტრადო ჟანრში, შექმნილი აქვს: პიესები საესტრადო ორკესტრისათვის, სიმღერები (მათ შორის "რერო"); ასევე: სამი ოპერეტა – "მნიშვნელოვანი პერსონა" (1949, დაიდგა ბაქოში), "მეშვიდე ცა" (1962, დაიდგა მისკოვში, ნოვოსიბირსკში, ტომსკში, კემეროვოში), "მუდამ საყვარელ ადამიანთან" (1954, დაიდგა ოდესაში, კიშინიოვში, კრასნოდარში); "სიმფონიური სურათები" (1955, ექვს ნაწილად), მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 389

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: