The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე რაქვიაშვილი

ალექსანდრე რაქვიაშვილი
Date of birth:1 August, 1943  (80 years)
Category:Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბალეი (რუსეთი).

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს.

1969–1972წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელად; 1973–1974წწ. იყო ექსპერიმენტალური თეატრ–სტუდია "მეტეხის" მუსიკალური ხელმძღვანელი, 1973–1977წწ. თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი; 1977–1980წწ. იყო ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის წითელდროშოვანი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1980 წლიდან კინოსტუდია "ქართული–ფილმის" მუსიკალური რედაქტორი; მისი შემოქმედება ძირითადად შემოიფარგლება საესტრადო მუსიკით; დაწერილი აქვს: კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – რონდო სიმებიანი ორკესტრისათვის(1963), სიუიტა სიმებიანი ორკესტრისათვის შ. რუსთაველის მიხედვით(1964), ოთხი პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის(1965), სონატა ფორტეპიანოსათვის(1966), ორი მინიატურა ნონეტისათვის(1967), ვარიაციები ხალხურ თემაზე ფორტეპიანოსათვის(1973); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ორი რომანსი(1968), 12 საბავშვო სიმღერა(1970); საგუნდო ნაწარმოებები; საესტრადო ნაწარმოებები – სიუიტა საესტრადო ორკესტრისათვის(1972), საესტრადო საორკესტრო პიესები "მგზავრული", "დღესასწაული სოფლად", "ექო მთებში", სიმღერები; მუსიკა დრამატული სპექტაკლების, მუსიკალური თეატრის(1969, ბალეტი "პიგმალიონი", 1973, ოპერეტა "სხვისი შვილების მამა"), კინოფილმების, რუსული და ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრების სპექტაკლების და ანიმაციური ფილმებისათვის.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 187; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 314

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1971-19??)

Share: