The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოსიკო ბარათაშვილი

ოსიკო ბარათაშვილი
Legal name:იოსებ ბარათაშვილი
Date of birth:4 November, 1874
Date of death:1937  (at 62 years)
Category:Lawyer, Politician, Political Leader, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბორბალო, თეთრი წყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია 1895 წელს, 1900 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1905 წლიდან ეწეოდა აქტიურ საადვოკატო მოღვაწეობას. გამოდიოდა დამცველად პოლიტიკურ საქმეებზე(მაგ., არსენა ჯორჯიაშვილის საქმე, 1917). სრულად იზიარებდა  ქართველ ფედერალისტთა და პარტიის ლიდერის არჩილ ჯორჯაძის იდეას საქართველოს პოლიტიკურ-ტერიტორიული ავტონომიის შესახებ, მან ეს საკითხი დააყენა სახელმწიფო სათათბიროს წინაშე. გამოდიოდა სიკვდილით დასჯის გაუქმების მოთხოვნით. სათათბიროში მის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევდა ი. ჭავჭავაძე. სათათბიროს დაშლის შემდეგ ხელი მოაწერა ე. წ. ვიბორგის საპროტესტო მოწოდებას, რისთვისაც სხვა ხელმომწერებთან ერთად გაასამართლეს. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი პუბლიცისტური წერილები მუდმივად ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში("ივერია", "სახალხო საქმე" და სხვ.). 1901–1917წწ. იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. მნიშვნელოვანია მისი დამსახურება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის 1917 წელს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1918 წელს იგი ასრულებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოვალეობას. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალი–მარტი) იყო მემარჯვენე ფედერალისტთა არალეგალური ორგანიზაციის აქტიური წევრი და 1924 წლის აგვისტოს ეროვნული ანტიბოლშევიკური ამბოხების დამარცხებამდე მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1923 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა საბჭოთა "საგანგებო კომისიის"(ე.წ. "ჩეკა") მიერ. 1922–1937წწ. ეწეოდა საადვოკატო მოღვაწეობას, იყო საქართველოს დამცველთა კოლეგიის წევრი. 1923 წელს სასამართლო პროცესზე იცავდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის(ხელაია). 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და იმავე წელს დახვრიტეს ყოფილი "საქართველოს სსრ"-ის "შინსახკომის" დიდი სამეულის დადგენილებით. რეაბილიტირებულ იქნა 1956 წელს. ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.352

Member of Organizations

  • თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი (1906-)
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1918)
  • საქართველოს სოციალ–ფედერალისტთა პარტია, დამფუძნებელი, მთავარი კომიტეტის წევრი (1901-)
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი
  • ქართული დრამატული საზოგადოება, გამგეობის თავმჯდომარი მოადგილე

Share: