The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა ბარათაშვილი

Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Poet

Biography

მამუკა ავთანდილის ძე ბარათაშვილი იყო XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.

1724 წელს რუსეთში გახიზნულ, ვახტანგ VI–ს  გაჰყვა ამალაში, ერთხანს ასტრახანში იყო. 1728 წელს მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაში. 1730-იან წლებში იყო მოსკოვში, სადაც 1731 წელს დაწერა პოეტიკური ტრაქტატი "ლექსის სწავლის წიგნი"("ჭაშნიკი"). 1732 წელს ვახტანგ VI-ის ბრძანებით გალექსა საგმირო-სათავგადასავლო თხზულების "რუსუდანიანის"(XVII) II თავი, რომელსაც ეწოდა "ჯიმშედიანი".  განავითარა ძველი ქართული საკარო პოეზიის ტრადიციები. 1734 წელს დაწერა 63-სტროფიანი ოდა "ქება მეფისა ბაქარისა". მას ეკუთვნის ვახტანგ VI-ისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი "იამბიკო". 1736 წელს ქართველ თავადაზნაურობას დავალებით ბარათაშვილი პეტერბურგში ეახლა რუსეთის იმპერეტორს ანა ივანეს ასულს და სთხოვა ვახტანგ VI სამშობლოში დაებრუნებინა. ვახტანგ VI-ის გარდაცვალების(1737) შემდეგ რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. მ. ბარათაშვილი ქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება განმსჭვალულია ღრმა სევდით, რაც სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობითა და პოეტის ტრაგიკული ცხოვრებითაა გამოწვეული. აქვს სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებიც.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.352; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.46-47

Bibliography


Share: