შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიამამუკა ავთანდილის ძე ბარათაშვილი იყო XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი. 1724 წელს რუსეთში გახიზნულ, ვახტანგ VI–ს გაჰყვა ამალაში, ერთხანს ასტრახანში იყო. 1728 წელს მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაში. 1730-იან წლებში იყო მოსკოვში, სადაც 1731 წელს დაწერა პოეტიკური ტრაქტატი "ლექსის სწავლის წიგნი"("ჭაშნიკი"). 1732 წელს ვახტანგ VI-ის ბრძანებით გალექსა საგმირო-სათავგადასავლო თხზულების "რუსუდანიანის"(XVII) II თავი, რომელსაც ეწოდა "ჯიმშედიანი". განავითარა ძველი ქართული საკარო პოეზიის ტრადიციები. 1734 წელს დაწერა 63-სტროფიანი ოდა "ქება მეფისა ბაქარისა". მას ეკუთვნის ვახტანგ VI-ისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი "იამბიკო". 1736 წელს ქართველ თავადაზნაურობას დავალებით ბარათაშვილი პეტერბურგში ეახლა რუსეთის იმპერეტორს ანა ივანეს ასულს და სთხოვა ვახტანგ VI სამშობლოში დაებრუნებინა. ვახტანგ VI-ის გარდაცვალების(1737) შემდეგ რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. მ. ბარათაშვილი ქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება განმსჭვალულია ღრმა სევდით, რაც სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობითა და პოეტის ტრაგიკული ცხოვრებითაა გამოწვეული. აქვს სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებიც. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.352; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.46-47 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |