Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქაიხოსრო ბარათაშვილი![]()
Biographyქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVII საუკუნის I ნახევარში. 1619 წლიდან იხსენიება ბოქაულთუხუცესად. 1625 წლის ბოლოს მიიღო მეწინავე სადროშოს(სომხით-საბარათიანოს) სარდლობა და მეკობრისმძებნელის სახელო, 1626 ივნისში დაინიშნა თბილისის მოურავად. 1626 წლის შემოდგომაზე აბას I–მა დედოფლის(სიმონ II–ის მეუღლის ჯაჰანბანუს) სახლთუხუცესად დანიშნა. ბარათაშვილი ადრე ლუარსაბ II–ის მომხრე იყო, შემდეგ - სიმონ II-ისა. 1625 წლიდან გიორგი სააკაძეს მიემხრო, იმავე წლის ბოლოს ისევ სიმონ II-ის მხარეზე გადავიდა. შემდეგ თეიმურაზ I–ს ემსახურებოდა. 1633 წლიდან როსტომ მეფეს მიენდო, მაგრამ მალე მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.354
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |