The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქაიხოსრო ბარათაშვილი

Date of birth:15??
Date of death:1636
Category:Royalty, Military Person

Biography

ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVII საუკუნის I ნახევარში.

1619 წლიდან იხსენიება ბოქაულთუხუცესად. 1625 წლის ბოლოს მიიღო მეწინავე სადროშოს(სომხით-საბარათიანოს) სარდლობა და მეკობრისმძებნელის სახელო, 1626 ივნისში დაინიშნა თბილისის მოურავად. 1626 წლის შემოდგომაზე აბას I–მა დედოფლის(სიმონ II–ის მეუღლის ჯაჰანბანუს) სახლთუხუცესად დანიშნა. ბარათაშვილი ადრე ლუარსაბ II–ის მომხრე იყო, შემდეგ - სიმონ II-ისა. 1625 წლიდან გიორგი სააკაძეს მიემხრო, იმავე წლის ბოლოს ისევ სიმონ II-ის მხარეზე გადავიდა. შემდეგ თეიმურაზ I–ს ემსახურებოდა. 1633 წლიდან როსტომ მეფეს მიენდო, მაგრამ მალე მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.354


Share: