შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო გოგინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1982წწ. იყო 30-ე საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1983-1992წწ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წლიდან გაზეთ "ახალი თაობის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; ჟურნალ "სარკის" დამფუძნებელი (1997), გაზეთ "თბილისის სიახლენის" დამფუძნებელი (1998), "ჟურნალ "სპორტსიახლენის" დამფუძნებელი, გამომცემლობა "გუმბათის" და ასევე ჟურნალ "გუმბათის" დამფუძნებელი; დააფუძნა ვებგვერდები: akhalitaoba.ge, sarkenews.ge. გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა გაზეთში. გამომცემელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნათესაობის სისტემა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 92; საინფორმაციო სააგენტო "ექსკლუზივ ნიუსი": exclusivenews.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |