The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯონი გოგაბერიშვილი

ჯონი გოგაბერიშვილი
Date of birth:15 May, 1953  (71 years)
Category:Sculptor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ქანდაკების კათედრა 1976 წელს, ვ. თოფურიძისა და კ. მერაბიშვილის სახელოსნო 1983 წელს.

1976 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. პერსონალური გამოფენები: საქართველოს კულტურის დღეები (ეროვნული გალერეა, საფრანგეთი, 1999), ეროვნული გალერეა (ჰაინსბეკი, გერმანია, 1993), ქანდაკების გამოფენა, გალერეა "რუს"(ჰელსინკი, ფინეთი, 1990), თანამედროვე ხელოვნების ცენტრი(ვარშავა, პოლონეთი, 1989); აგრეთვე მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში და საერთაშორისო სიმპოზიუმებში. მისი ნამუშევრები დაცულია: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, საქართველო); ხელოვნების მუზეუმი (ბათუმი, საქართველო); თანამედროვე ხელოვნების გალერეა (ვარშავა, პოლონეთი); ეროვნული ბიბლიოთეკა (ესპანეთი); გალერეა "TMS" (თბილისი, საქართველო); კერძო კოლექციებში: ფინეთი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, იაპონია, ეპანეთი, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 91; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)

Awards and Honors

  • 1986 - პრემია წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის
  • 1986 - პირველი პრემია (ტაშკენტი)

Share: